Honda Fit, Honda Jazz, პირველი თაობა L15A მატორით. რეკომენდირებული ინტერვალი ტექმომსახურებისათვის.

მატორის ზეთი : Honda 0W20, 5W20, 5W30. გამოსაცვლელად საჭიროა 3,2 ლიტრი, შეცვლის ინტერვალი  5000-7500 კილომეტრი.(ვხელმძღვანელობთ Honda Japan ის რეჯომენდაციით)

ზეთის ფილტრი :  სასურველია გამოიცვალოს ზეთთან ერთად (თუმცა სახელმძღვანელოს მიხედვით დასაშვებია ყოველ მეორე ზეთის შეცვლაზე)

საწვავის ფილტრი :  ყოველ 40 000 – 60 000 კილომეტრზე

ჰაერის ფილტრი : 15 000 კილომეტრზე

ზეთი გადაცემათა კოლოფში :

ვატიატორი :  4 ლიტრამდე HMMF (CVTF),შეცვლის ინტერვალი 30 000 – 35 000 კილომეტრი. ამ თაობის  ვარიატორში ზეთის შეცვლის შემთხვევაში ფილტრის შეცვლა არ არის საჭირო

ზეთი უკანა რედუქტორში : (მხოლოდ ოთხივე წამყვანი თვალის შემთხვევაში ) DPSF შეცვლისთვის საჭიროა ლიტრზე ოდნავ მეტი .

მუხრუჭების სითხე :  DOT 3, DOT 4. შეცვლის ინტერვალი 2 წელიწადში ერთხელ. სრულად შეცვლისთვის საჭიროა 1 ლიტრი სითხე.

მაგრილებელი სითხე  („ანტიფრიზი“) : ორიგინალი სითხე რაც ავტომობილს ქარხნიდან მოჰყვება ძლებს 10 წელი. რეკომენდირებული შეცვლის ინტერვალია 2-3 წელიწადში ერთხელ. რეკომენდირებულია სითხე რომელიც არის G12 კლასზე  მეტი (არანაკლები) სრული შეცვლისთვის საჭიროა 4 ლიტრზე მეტი.

აალების სანთლები („სვეჩები“) : ქარხნულის მუშაობის  რესურსი 70 000 – 80 000 კილომეტრი. საჭიროა 4 ირიდიუმის სანთელი.

NGK:IZFR6K13
DENSO:SKJ20DR-M13

სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა :

წინა ხუნდების შეცვლა დამოკიდებულია  ხუნდების გამომშვებ ბრენდზე და მოხმარების სტილზე, წესით იცვლება 35 000 – 60 000 კილომეტრის შემდეგ ( ქარხნული მდგომარეობის პირობებში )

გამოიყენება შემდეგი ხუნდები : (Nisshinbo): 8265 რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას გამოცდილი ბრენდების ხუნდები Nisshinbo, Nissin, Sumitomo (SEI) ან ქარხნული.

უკანა სამუხრუჭე ხუნდები :  რესურსი 40 000 – 60 000 კილომეტრი გამოიყენება Nisshinbo — 8266

სარქველების („კლაპნების“ ) რეგულირება :  რეკომენდირებული 40 000  კილომეტრის შემდეგ . ოპერაციის შესასრულებლად საჭილროა სახურავის „პრაკლადკა“  და კოლიცოების შეცვლაც